Accessibility links

8 დეკემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა (LIBE) კომიტეტი აპირებს იმსჯელოს უვიზო მიმოსვლის „შეჩერების მექანიზმზე“, რომლის შემუშავების გარეშე საქართველო ვერ მიიღებს სავიზო რეჟიმის დაპირებულ ლიბერალიზაციას. არადა, როგორც თბილისსა და ბრიუსელში ამბობენ, საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში - ამის შესახებ ვრცლად ილაპარაკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა 2 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ახალი მთავრობის პირველი ვიზიტის ფარგლებში შედგა.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:57 0:00
Direct link

ევროპარლამენტის დიდმა პლენარულმა სხდომამ ე. წ. „შეჩერების მექანიზმს“ შესაძლოა კენჭი უყაროს 12-15 დეკემბერს - ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკი, რომლის თქმითაც, პლენარულ სხდომამდე - სავარაუდოდ, 8 დეკემბერს - დანიშნულია ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა (LIBE) კომიტეტის სხდომა, რომელზეც ”შეჩერების მექანიზმის” საბოლოო ვარიანტზე შეჯერდებიან. მექანიზმი უნდა ითვალისწინებდეს უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია. კერძოდ:

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მინდა აღვნიშნო ის, რაც ადრეც მითქვამს და, როგორც ვიცი, პრეზიდენტმა ტუსკმაც აღნიშნა გუშინ პრესასთან საუბარში, რომ საქართველომ ამისათვის ყველა მოთხოვნა შეასრულა. ჩვენ ყველა - მათ შორის მეც - მოუთმენლად ველოდებით საბჭოსა და ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას...
ფედერიკა მოგერინი

„თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომლებიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება, და ამ პრობლემებს თავად ვერ გაუმკლავდა, უფლება ექნება მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩეროს. თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.

სწორედ შეჩერების ამგვარი მექანიზმის ამოქმედებამდეა გადადებული საქართველოსათვის ლიბრალური სავიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი. ყოველ შემთხვევაში, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში:

„სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მინდა აღვნიშნო ის, რაც ადრეც მითქვამს და, როგორც ვიცი, პრეზიდენტმა ტუსკმაც აღნიშნა გუშინ პრესასთან საუბარში, რომ საქართველომ ამისათვის ყველა მოთხოვნა შეასრულა. ჩვენ ყველა - მათ შორის მეც - მოუთმენლად ველოდებით საბჭოსა და ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას, რითაც დასრულდება ეს პროცესი და რის შედეგადაც ქართველ ხალხს მიეცემა უვიზო მიმოსვლის საშუალება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში. ეს ახლა ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამაზე ბევრს ვმუშაობთ“.

ფედერიკა მოგერინისთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ საქართველომ ლიბერალური სავიზო რეჟიმის მისაღებად ყველა პირობა და დავალება შეასრულა:

„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების დროულად დასრულების მნიშვნელობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად. სრულიად ვიზიარებთ იმ წვლილს, რომელიც უმაღლეს წარმომადგენელსა და ჩვენს მეგობრებს ბრიუსელში შეაქვთ ამ საკითხის დასრულებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარების კუთხით. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და დადებით შედეგს უახლოეს მომავალში ველით“.

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

დადებით შედეგს ელიან საქართველოს მოქალაქეებიც, თუმცა, როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, ყველაფერი, რაც დამოკიდებული იყო საქართველოს მოქალაქეებსა და მთავრობაზე, უკვე შესრულებულია, ჯერი ევროკავშირისა და მისი ცალკეული ქვეყნების ხელმძღვანელობაზეა, სწორედ მათზეა დამოკიდებული სტატუს კვოს შეცვლა.

„განსაკუთრებით ოთხი სახელმწიფო - გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი და ბელგია ვერ აღწევენ კომპრომისს ამ საკითხთან მიმართებაში და ეს გამოწვეულია არა იმის გამო, რომ ლიდერები ვერ შეთანხმდნენ მექანიზმის ტექნიკურ მხარეზე, არამედ ყველაზე ცუდი რაც არის, დაკავშირებულია პოლიტიკურ კონიუნქტურასთან. მომავალ წელს არის არჩევნები როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში და, აქედან გამომდინარე, ძალიან ჭირს გადაწყვეტილებების მიღება და არც იმის გარანტია არის, რომ დეკემბერში როცა შეიკრიბება, რამე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, უთხრა რადიო თავისუფლებას კორნელი კაკაჩიამ, რომლის ამ სკეპტიციზმს კვებავს სავალალო გამოცდილება - არაერთხელ იქნა დასახელებული ლიბერალური სავიზო რეჟიმის ამოქმედების ვადა, მაგრამ მოლოდინი არც ერთხელ არ გამართლდა. ახალ ვადად დასახელებულია 12-15 დეკემბერი. ბრიუსელში გაკეთებული არაერთი განცხადების მიხედვით, შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ საქართველო მალევე მიიღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG