Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლანდშაფტის ცვლილების გამომწვევი მშენებლობები თბილისში

თბილისში, ჟვანიას ქუჩისა და შატბერაშვილის ქუჩის კვეთაზე, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად, უკვე დღეებია, ნიადაგს ამზადებენ და კლდეს მძიმე ტექნიკით ანგრევენ. ინფორმაცია მიმდინარე მშენებლობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ” გაავრცელა. მშენებლობით შეწუხებულია ადგილობრივი მოსახლეობაც. თბილისში ეს ერთადერთი მშენებლობა არ არის, რომლისთვისაც ლანდშაფტის შეცვლა გახდა საჭირო. თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე ნებართვას მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემს. სამსახურში ვიდეოკომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ, ტექსტურ განმარტებაში კი ნათქვამია, რომ ეს კონკრეტული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მშენებლობის ნებართვა გაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტის - მათ შორის ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური საექსპერტო შეფასების - წარდგენის საფუძველზე.

  • 16x9 Image

    ნასტასია არაბული

    პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.

    2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის. 

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG