30 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლელა გულედანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი განსაკუთრებულ საქმეთა საკითხებში. მან უწყების ახალ ინიციატივებზე ილაპარაკა. ლელა გულედანმა განაცხადა აგრეთვე, რომ აფხაზეთის მთავრობა დაკარგული ნდობის აღდგენას ცდილობს. ლელა გულედანი თვლის, რომ აფხაზეთის მთავრობას მეტი კომპეტენციის აღება შეუძლია - დევნილებისთვის დახმარების გაწევისა და სამშვიდობო პროგრამების ინიცირების თვალსაზრისით.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.