25 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერი. მან ილაპარაკა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებით გამოყენების შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.