ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგი (12 საათის მონაცემები)
მარნეულის N5 საარჩევნო უბანში დილის 10 საათისთვის ხმა მისცა 47 ამომრჩეველმა, - გვატყობინებს დავით მჭედლიძე.
ლაგოდეხის #15 საოლქო საარჩევნო კომისიის კაბალის ნომერ #18 უბანზე პარტიების - "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" კოორდინატორები საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან სხედან და ამომრჩევლის რაოდენობას აღრიცხავენ. ორივე პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებენ ამომრჩეველზე ზეწოლაში, - გვატყობინებს დავით ჭაბაშვილი ლაგოდეხიდან.
მარნეულის მერობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ამჟამად ქალაქ მარნეულიდან 15 კილომეტრში, სოფელ კუტლარში იმყოფება, სადაც, მისი განცხადებით, 55-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები დარღვევით მიმდინარეობს. მისი თქმით, გაურკვეველი სტატუსის ადამიანები იმყოფებიან საარჩევნო უბანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, და ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე, - გვატყობინებს დავით მჭედლიძე.