ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, ია ჯიშკარიანის განცხადებით, ხობში, შავღელეს საარჩევნო უბანზე, აღმოაჩინეს ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ბიულეტენი. ჯიშკარიანის თქმით, ინფორმაცია, ბიულეტენის ფოტოსთან ერთად, მას მიაწოდა უბანზე ენმ-ის დამკვირვებელმა, რომელმაც ამ ფაქტის გამო პროტესტი გამოთქვა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ხობში ზუგდიდის ოლქის ბიულეტენი მექანიკური შეცდომის შედეგად აღმოჩნდა. „ეს ბიულეტენები შეკრულია 50-50 ცალად და, როგორც ჩანს, ბეჭდვისას მექანიკურად მოხდა არევა. შესაბამისი ოქმი შედგა და ეს ბიულეტენი ცალკე გადაიდო. ამომრჩევლის მიერ ის გამოყენებული არ ყოფილა“, - განაცხადა ცესკოს პრესმდივანმა ანა მიქელაძემ.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოვლენილია გაყალბებული აკრედიტაციის გამოყენების ფაქტი. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ქუთაისის რამდენიმე უბანზე ორგანიზაციის, „პრეს-მედიის“ სახელით მივიდა 10-მდე პირი, თუმცა მათთვის ცესკოს ოფიციალურად არ გაუცია აკრედიტაციის მოწმობები.
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ნიდერლანდისა და აშშ-ის ელჩებთან ერთად, აკვირდება საარჩევნო პროცესს
დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდისა და აშშ-ის ელჩები "სამართლიანი არჩევნების" ოფისს სტუმრობენ