Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები – 2016

  • „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დროებით მიდის“ პოლიტიკიდან.
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურია მოსალოდნელი 73-დან 50 ოლქში.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ (საარჩევნო უბნების 99,92 %-ის შედეგებზე დაყრდნობით) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - ხმების 48.6%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27.14% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს ითვლის.
  • 8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით როგორც ეუთოს ოდირის (OSCE/ODIHR), ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) წარმომადგენლებს. მისია არჩევნებზე 39 ქვეყნის 420 მეთვალყურით იყო წარმოდგენილი.

დილის 8 საათიდან მიმდინარეობს არჩევნები გერმანიაში, ბერლინში #23 საარჩევნო უბანზე. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ია მაისურაძის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით დაბალია ამომრჩეველთა აქტიურობა. სულ რეგისტრირებული 1397 ამომრჩევლიდან 12 საათის მონაცემებით ჯერ მხოლოდ 22-მა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. - გვატყობინებს ანა ტურავა.

12 საათისთვის საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19,81%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 12 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე 695 948-მა მოქალაქემ. ანა მიქელაძის განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG