„მაესტროს“ ჟურნალისტების აქცია
ტელეკომპანია „მაესტროს" ჟურნალისტების ნაწილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართა. ისინი ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, სასამართლოს კი უნდობლობას უცხადებენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად პირზე წებოვანი ლენტები აიკრეს. აქციაზე „მაესტროს“ ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე და ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტიც, იმყოფებოდნენ. მათი თქმით, სასამართლო ზეწოლას განიცდის და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიკერძოებულია. ტელეკომპანიისთვის დავა ორიოდე თვის წინ დაიწყო. მხარეები ერთმანეთს „მაესტროს“ მფლობელობასთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ.
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით