Accessibility links

პოლიტიკური სპექტრი საქართველოში დღეისათვის, შეიძლება ითქვას, ორ ნაწილადაა გაყოფილი და ერთმანეთს საარჩევნო სისტემის საკითხზე უპირისპირდება. კერძოდ, მმართველი პარტია, პრაქტიკულად, ერთპარტიულად ცდილობს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას, როდესაც დანარჩენი პოლიტიკური პარტიები სამართლიანად მანდატების მხოლოდ პროპორციულ გადანაწილებას მიიჩნევენ. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, მოსახლეობა როგორ აფასებს მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობას, ამომრჩევლებს მოსწონთ თუ არა თავისი მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობა და როგორ ასრულებენ ისინი თავიანთ მთავარ ფუნქციას – ხალხის გასაჭირისა თუ საჭიროებების პარლამენტამდე მიტანას და პრობლემების სისტემური მოგვარებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას? ამჯერად გთავაზობთ ქუთაისის, ყვარლის, რუსთავისა და ზუგდიდის ამომრჩეველთა აზრს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG