Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა ემანუელ მაკრონი


საფრანგეთის პრეზიდენტად 7 მაისს, მეორე ტურში არჩეული ემანუელ მაკრონი აპირებს ევროპასთან თავისი ქვეყნის ურთიერთობა გააძლიეროს. მან იოლად დაამარცხა მეტოქე, ნაციონალისტი მარი ლე პენი და გახდა საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი. 8 მაისს გავრცელდა ოფიციალური განცხადება, რომ თითქმის ყველა ხმის დათვლის შედეგად, მაკრონმა მიიმხრო 47 მილიონი ამომრჩევლის 66,06 პროცენტი. ცენტრისტულად ორიენტირებული მაკრონი, რომელიც ადრე ეკონომიკის მინისტრი და ბანკირი იყო, არასოდეს ყოფილა არჩეულ თანამდებობაზე. ორი გამოკითხვის თანახმად, მაკრონის ერთი წლის წინ დაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობას, „წინ“, საუკეთესო შანსები აქვს გაიმარჯვოს 11 და 18 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG