Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკუს მილერის Afrodeezia


მარკუს მილერი
მარკუს მილერი

ამერიკელმა მულტიინსტრუმენტალისტმა, ჯაზმენმა მარკუს მილერმა, რომლის სახელიც ლეგენდარულ მაილს დევისს უკავშირდება, ახალი კრებული გამოსცა. კრებული სახელად „Afrodeezia“ მილერის მეათე სტუდიური პროექტია. დებიუტი კი 1983 წელს შედგა კომპაქტ დისკით „Suddenly”.

ახალ კრებულში შესული 11 კომპოზიციიდან 8 მარკუს მილერს ეკუთვნის. დანარჩენი სამი კი მისი არანჟირებითაა შექმნილი.

გრემის ორგზის მფლობელი, მსოფლიოში აღიარებული ბას გიტარისტი, კლარნეტისტი, საქსოფონისტი, პიანისტი და კომპოზიტორი, მარკუს მილერი ახალი კრებულის რეკლამირების მიზნით მსოფლიო ტურს მართავს.

მუსიკოსის აქტივში 500-მდე კომპოზიცია და სიმღერაა. მარკუს მილერი ასევე 20-მდე კინოფილმის კომპოზიტორიცაა, მათ შორისაა 1992 წელს ედი მერფის მონაწილებით გამოსული ფილმი „ბუმერანგი“

ახალ კრებულზე მარკუს მილერთან ერთად მუშაობდნენ საქსაფონისტი ალექს ჰანი, მესაყვირე ლი ჰოგანსი, დრამერი ლუის გატო, გიტარისტი ადამ აგატი და პიანისტი ბრეტ უილიამსი. სწორედ ამ შემადგენლობით წარსდგა რამდენიმე დღის წინ მარკუს მილერი ვაშინგტონელი მსმენელის წინაშე ლეგენდარულ კლუბში „ბირჩმირი“. ამერიკის შემდეგ მუსიკოსი ტურს ევროპაში გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG