Accessibility links

მედიაცენტრი – ნეიტრალური სივრცე ინფორმირებული არჩევანისთვის


ქუთაისი

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს სხვა 9 დიდი ქალაქის მსგავსად, მედიაცენტრმა დაიწყო მუშაობა. 2012 წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მეხუთეა, რომლის წინა ხანებში, კენჭისყრის დღეს და არჩევნების შემაჯამებელ პერიოდში მედიაცენტრი პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და მოქალქეებს უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობს საინფორმაციო შეხვედრებისთვის, ბრიფინგებისა და დებატებისთვის.

როგორც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ქეთევან ციბაძე განმარტავს, მედიაცენტრი საინფორმაციო ჰაბის ფუნქციას შეასრულებს როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს და პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს ადგილზე იმუშაონ, ჩაწერონ ინტერვიუები და ისარგებლონ კომპიუტერული ტექნიკით. ქეთევან ციბაძისავე განმარტებით, მედიაცენტრმა ხელი უნდა შეუწყოს არჩევნებისთვის დემოკრატიული გარემოს შექმნას და ამისთვის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენელთა შორის თემატური დებატებისა და დისკუსიების გამართვა იგეგმება. ქეთევან ციბაძე მიიჩნევს, რომ მედიაცენტრი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს მედიაცენტრით აქტიურად სარგებლობენ საინფორმაციო პორტალ kutaisipost-ის ჟურნალისტები და, როგორც ინტერნეტგამოცემის მთავარი რედაქტორი თეა ზიბზიბაძე ამბობს, ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი ინფორმაციის მისაღებად და ოპერატიულად გასავრცელებლად.

საინფორმაციო მედიაცენტრის მუშაობას საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და ამომრჩევლის ინფორმირებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე.

მედიაცენტრის მუშაობას დადებითად აფასებენ პოლიტიკური პარტიების რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მათ შორისაა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია, რომლის განცხადებით, ის მედიაცენტრის სივრცითა და ტექნიკური აღჭურვილობით აქტიურად სარგებლობს.

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს და ამ დროის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება ისარგებლოს ცენტრის მცირე და დიდი დარბაზებით და კომპიუტერული ტექნიკით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG