პარლამენტში სამთავრობო საათზე დაბარებული ხუთი მინისტრიდან, მხოლოდ ოთხი მივიდა. იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იმიტს გამო, რომ თბილისში არ იმყოფება, დეპუტატების შეკითხვებს მომდევნო სამთავრობო საათზე უპასუხებს. რაც შეეხება დანარჩენ მინისტრებს. შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, განათლებისა და კულტურის მინისტრებმა დეპუტეტაბების შეკითხვებზე პასუხების გაცემას დაახლოებით ოთხი საათი მოანდომეს, თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტუტების თქმით, ამგვარი ხანგრძილვი ურთიერთობის მიუხედავად პასუხგაუცემელი დარჩა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ბევრი შეკითხვა. უფრო მეტს, პარლამენტში სამთავრობო საათის მიმდინარეობის შესახებ ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.
-
ჯიმშერ რეხვიაშვილი
ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.