Accessibility links

დავით გოგოლაძე: „სახელმწიფო ვერ მოგყვება ტემპში“


ახალციხის რაიონის სოფელ წნისის მოსახლეობა მიწის რეგისტრაციის მოლოდინშია. სოფელში ამბობენ, რომ მიწის ამზომველები მათთან ჯერ არ მისულან. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება 7 თვეა მიმდინარეობს, თუმცა იმის გამო, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზებს მხოლოდ 4 კომპანია ამზადებს, წნისელების რიგი ჯერ არ მოსულა.

Direct link

სოფელ მუგარეთში მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს. ამ სოფელში პროექტში ჩართული ამზომველები ორი თვეა მუშაობენ, თუმცა ყველა ნახაზის მომზადება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

სახელმწიფო ამზომველებს შესრულებული სამუშაოსთვის თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში უხდის, თუ ნაკვეთი რეგისტრაციას წარმატებულად გაივლის. ამზომველები კი ამბობენ, რომ ასეთი საშუალოდგანაცხადების 70 %-ია. შპს „კადასტრი რეესტრი პლუსი“ პროექტში 2016 წლის დეკემბერში ჩაერთო. კომპანიის ხელმძღვანელი დავით გოგოლაძე ამბობს, რომ გამზადებული 200 ნახაზისთვის სახელმწიფოს თანხა ჯერ არ ჩაურიცხავს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში წარმატებულად დასრულებული რეგისტრაციის ორი მესამედი ახალციხეზე მოდის. მუნიციპალიტეტში სულ 1787 განცხადებაა რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსი ზვიად კალიკაძე ამბობს, პროექტში მონაწილე მოქალაქეებისთვის დოკუმენტაციის მომზადება და საკუთრების რეგისტრაცია უფასოა.

პროექტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ეხება, 2016 წლის 1 აგვისტოდან ხორციელდება. პროგრამით სარგებლობა 2018 წლის 1–ელ ივნისამდეა შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG