Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს


საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, დავით კუბლაშვილის, სასამართლო პროცესი 23 თებერვალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაიდო, რასაც გარდაცვლილების ოჯახის წევრთა და თანასოფლელთა პროტესტი მოჰყვა. დაზარალებულები, სასამართლო სხდომების გაჭიანურების შემთხვევაში, უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციებისგამართვით იმუქრებიან. სამი გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები მართლმსაჯულებისაგანბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

სასამართლო პროცესზე ყარათუბნელები სამი გარდაცვლილი ახალგაზრდის ფოტოსურათებით მივიდნენ, მათ პროკურატურა უუნარობაში დაადანაშაულეს და ბრალდებულ დავით კუბლაშვილის შვილის, მირზა კუბლაშვილისა, და იმ მძღოლის დაკავება მოითხოვეს, ვინც მკვლელობის ღამეს ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მიიყვანა.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა 13:00 საათზე დაიწყო, თუმცა სხდომა, პროცესზე ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო, 24 თებერვლისთვის გადაიდო. როგორც მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა განმარტა, კუბლაშვილს ჰიპერტონიული კრიზი დაუდგინდა, რის გამოც პროცესს ვერ დაესწრო. ეს მოულოდნელი აღმოჩნდა კუბლაშვილის სამივე ადვოკატისთვის, რომლებმაც დაცვის ქვეშ მყოფის ავადმყოფობის შესახებ არაფერი იცოდნენ. კუბლაშვილის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტები იცავენ. ერთ-ერთი ადვოკატის, ირმა ბრელიძის, თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.

ბრალდებულის შვილთან შელაპარაკება 28 აგვისტოს საღამოს ტრაგედიით დასრულდა.სამი ახალგაზრდა- ვაჟა ნარიმანიშვილი, გიორგი და ბორის სირბილაძეები - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში დავით კუბლაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ხოლო ერთი მათგანი, ბექა სირბილაძე, ფეხისა და გულმკერდის არეში დაჭრა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG