Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ანა დაბრუნდაშვილი


8 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ანა დაბრუნდაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი მკვლევარი. მან ილაპარაკა მედიაგარემოზე საქართველოში. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ანა დაბრუნდაშვილმა ხაზი გაუსვა პროცესების გამჭვირვალობის მნიშვნელობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG