29 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლაშა ტუღუში, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი. მან ილაპარაკა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე, რომლებიც საკაბელო ოპერატორებს სატელევიზიო არხების გავრცელების ვალდებულებას აკისრებს. ლაშა ტუღუში თვლის, რომ ამ ვალდებულების მოქმედების შეზღუდული ვადის მიუხედავად, ”მასთ ქერის” ამოქმედება წინ გადადგმული ნაბიჯია. ამასთან, გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა აღნიშნა, რომ საკაბელო ტელევიზიებს ვალდებულება თუ მუდმივად არ ეკისრებათ, არჩევნების პროცესის დასრულებამდე მაინც უნდა ეკისრებოდეთ, ანუ არა მხოლოდ არჩევნების დღემდე ორი თვით, არამედ არჩევნების დღიდან 21 დღის განმავლობაშიც.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.