Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინის საზღვართან დააკავა ნადია სავჩენკოს და


ვერა სავჩენკო
ვერა სავჩენკო

საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან დააკავა ნადია სავჩენკოს და, ვერა, როცა ის შინ ბრუნდებოდა რუსეთის ციხეში ნადიას მონახულების შემდეგ.

"რეიტერის" ცნობით, დღეს უკრაინელმა დიპლომატმა მიაშურა საზღვარს, ვერა სავჩენკოს დასახმარებლად. ვერას პასპორტი ჩამოართვეს, როცა ის უკრაინის დიპლომატიურ მანქანაში იჯდა და უკრაინის ტერიტორიაზე უნდა გადასულიყო. მესაზღვრეებმა მას უთხრეს, რომ რუსეთში ძებნილთა სიაშია შეყვანილი. მესაზღვრეებს მიზეზი არ უთქვამთ, მაგრამ რუსეთს ნოემბერში აქვს დაწყებული ვერა სავჩენკოს წინააღმდეგ გამოძიება მოსამართლის მიმართ უპატივცემულობის გამოჩენისთვის. ვერამ მას „სულელი“ უწოდა. უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს, რომ ვერა სავჩენკო და უკრაინის კონსული დიპლომატიურ მანქანაში ჩაიკეტნენ ვერას დაკავების შემდეგ. ინციდენტი მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ დაწყებულია ნადია სავჩენკოს ექსტრადიციის პროცედურა. ნადიას - უკრაინელ მფრინავ ქალს - რუსეთში 22 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ორი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით. სავჩენკო ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG