Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ნაკიფუში გზის შეკეთებას ითხოვენ


ნაკიფუს მცხოვრებლები
ნაკიფუს მცხოვრებლები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუს მცხოვრებნი ხელისუფლებას გზის შეკეთების თხოვნით მიმართავენ. ისინი მმართველ გუნდს უყურადღებობის გამო საყვედურობენ - ამბობენ, რომ პოლიტიკოსების მხრიდან, სოფლის გაძლიერების შესახებ გაკეთებული განცხადებების გარდა, რეალურად არაფერი კეთდება.

ნაკიფუში მცხოვრები მაკა ბერიშვილი ამბობს, რომ სხვა პრობლემებს ვერც კი ასახელებენ იმ ფონზე, როცა უგზოობის მიზეზით სოფელში სასწრაფო დახმარება დროზე ვერ მიდის ავადმყოფთან:

„მე თვითონ პედაგოგი გახლავართ და კლასში მყავს ორი-სამი მოსწავლე, იმიტომ რომ სოფლიდან წავიდა ხალხი ქალაქში. ელემენტარული წყალი და გზა რომ არ გექნება, რომელ სოფელზე უნდა ილაპარაკო. ბოლო-ბოლო, ოცდამეერთე საუკუნეა“.

„საშინელებაა, კაცი ვერ გაივლის. ათი წუთის სავალი გზაა და ერთი საათი უნდება მანქანა, რომ ჩამოვიდეს რაიონში“, - ამბობს მაფაშა კვარაცხელია.

ნაკიფუელებს რეგიონალური პროექტების კოორდინატორი დათო კოდუა შეხვდა და მეტი ნდობის მოსაპოვებლად პროექტების ნუსხა აჩვენა, რომელშიც ნაკიფუს 11-კილომეტრიანი გზა ჩასმულია განსახორციელებლად.

„სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე გამზადებული გვაქვს, რომლის ღირებულება შეადგენს 30 000 ლარს, თვითონ ამ გზის მანძილი შეადგენს 11 კილომეტრს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოკლე ვადებში გავაკეთოთ ეს პროექტი“.

დათო კოდუას განმარტებით, გზის მშენებლობა 2017 წლის იანვარშია დაგეგმილი, თუმცა აპირებენ ეკონომია გასწიონ სხვადასხვა პროექტში, რის ხარჯზეც, შესაძლოა, ცალკეული პროექტები უფრო ადრე განხორციელდეს, მათ შორის - ნაკიფუს გზის რეკონსტრუქციაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG