Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორიონი დედამიწას ორჯერ შემოუვლის


ნასას განცხადებით, ორიონი, ახალი კოსმოსური ხომალდი ასტრონავტებს კოსმოსში 2021 წლის შემდეგ წაიყვანს

ახალი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მომავალში ასტრონავტები მთვარეზე და სავარაუდოდ, მარსზე უნდა გადაიყვანოს, პარასკევს გამთენიისას გაუშვეს. ორიონის კაფსულა ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალის კოსმოდრომიდან ხუთშაბათს უნდა გაფრენილიყო, მაგრამ უსაფრთხოებასთან და ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ფრენა სამჯერ გადაიდო. ამჯერად კაფსულაში ასტრონავტები არ იმყოფებიან.

უპილოტო კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტას ორ წრეს შემოუვლის. ორიონი 14-ჯერ შორ მანძილზე იფრენს დედამიწიდან, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური. 4.5-საათიანი ფრენის შემდეგ ის დედამიწის ორბიტაზე 32 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით დაბრუნდება და კალიფორნიის სანაპიროსთან წყნარ ოკეანეში დაეშვება.

ნასა აცხადებს, რომ პირველი პილოტიანი გაფრენა 2021 წლამდე არ განხორციელდება. ხოლო მას შემდეგ, რაც ხომალდი ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში, ის ღრმა კოსმოსის ასათვისებლად იქნება გამოყენებული, მათ შორის მასრზე გასაფრენადაც.

XS
SM
MD
LG