Accessibility links

სტოლტენბერგი: ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია (მარცხნივ) და ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი ნატოს შტაბბინაში (ბრიუსელი, 16.02.17)

ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელები.

სხდომის გახსნამდე სტოლტენბერგი ჟურნალისტებს დღის წესრიგის შესახებ ესაუბრა: „განვიხილავთ უსაფრთხოების სიტუაციას, რომლის წინაშეც დგას საქართველო - შავ ზღვაში და მის გარშემო არსებული გამოწვევების ჩათვლით და საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული პრობლემების გათვალისწინებით. ასევე განვიხილავთ საქართველოს წინსვლას თავდაცვის სფეროს რეფორმებში, სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის ჩათვლით. შევაფასებთ ასევე ნატოს იმ არსებითი პაკეტის განხორციელებას, რომელიც ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში და ხელს უწყობს მის წინსვლას ნატოში გაწევრიანების გზაზე“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ნატო კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ნატო-საქართველოს დღევანდელი სხდომა ამ ურყევი პოზიციის დასტურია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG