Accessibility links

ნგრევა ვარკეთილის მეტროში


30 იანვარს, დილის თერთმეტის ნახევარზე, მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დასაკიდი ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და ბაქანზე მდგომი ხალხი ქვეშ მოიყოლა. მსხვერპლი არ არის, თუმცა დაშავდა 14 ადამიანი. დაშავებულთა სამედიცინო ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია გაიღებს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ბაქანზე მოულოდნელად მტვრის ბუღი დადგა, გაჩერებული მატარებლის ვაგონებიდან კი ხალხი გამოცვივდადა ესკალატორს მიაწყდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი უმკაცრესად დაისჯება; ასევე, შემოწმდება ყველა ობიექტი, სადაც სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ყვარელრემმშენი“ ასრულებდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG