Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი გაერთიანებული მუნიციპალიტეტის დანაზოგი 131 400 ლარია


ახალციხე
ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების რეკომენდაციები მოისმინა.

გადმოწერა

ორი გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

ორი გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 14 300 000 ლარი შეადგინა:

  • ბაგა-ბაღებზე 2 635 ათასი ლარი დაიხარჯება;
  • ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზე 990 000 ლარია გამოყოფილი;
  • ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 6 მლნ. ლარია გაწერილი;
  • 5 მლნ-მდე ლარს ახალციხის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიიღებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირის" ხელმძღვანელი ადგილობრივ ხელისუფლებას მუნიციპალური ტრანსპორტის პირობების გაუმჯობესების გზებს სთავაზობს. გია ანდღულაძის კითხვა – რას გეგმავს ახალციხის მერია მგზავრთა გადაყვანის მოძველებულ ტრანსპორტზე - წლების მანძილზე გადაუჭრელ პრობლემას ეხებოდა. სამოქალაქო სექტორს უპასუხეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამისთვის თანხა არ არის, თუმცა გრაფიკი და მარშრუტი შემუშავდება.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვისას მოქალაქეებმა ხელისუფლებას რეკომენდაციები მისცეს. შენიშვნები ქალაქის დასუფთავებას, შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და სამხატვრო სკოლის შენობის რეაბილიტაციას ეხებოდა. ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი პრიორიტეტულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი კითხვა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად დაზოგილ თანხებს ეხებოდა. მერიაში ამბობენ, რომ ადმინისტრაციული ხარჯები 131 400 ლარით არის შემცირებული. აქედან დიდი ნაწილი ახალი საშტატო ნუსხით დაზოგილი თანხაა, – აცხადებს ვიცე-მერი გურამ მელიქიძე.

აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კითხვები ჰქონდათ საკრებულოს წევრებს. დეპუტატები ახალციხის შიდა გზების ბედით დაინტერესდნენ. ყოველწლიური რეაბილიტაციის მიუხედავად, ინფრასტრუქტურა მუდმივად ზიანდება. მოქალაქეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას ავტოპარკის შემცირება ურჩიეს. მოქალაქე ბიჭიკო მოდებაძე აიპების დაფინანსების საკითხით დაინტერესდა.

ახალციხე
ახალციხე

ორი გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 14 300 000 ლარი შეადგინა. მერიაში ირწმუნებიან, რომ ტრანსფერების მიღების შემდეგ ახალციხის ბიუჯეტი 20 მლნ. ლარზე მეტი იქნება. ბაგა-ბაღებზე 2 635 ათასი ლარი დაიხარჯება. ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზე 990 000 ლარია გამოყოფილი. ქალაქის მერი განმარტავს, რომ ძირითადი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. ამ მუხლში 6 მლნ. ლარია გაწერილი. ამის გარდა, 5 მლნ-მდე ლარს ახალციხის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიიღებს, – აცხადებს ზაზა მელიქიძე.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები მოისმინა, თუმცა ისინი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ვეღარ აისახება. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულო რამდენიმე დღეში დაამტკიცებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG