Accessibility links

პირველად იყო ციფრული შობა


ნამდვილ და გამოგონილ ახალ ამბებზე მსჯელობა დღეს არ დაწყებულა. ყოველთვის იყვნენ ცრუ ახალი ამბების შემქმნელებიც და ისინიც, ვინც მათ დაუფიქრებლად იჯერებდა. განსხვავება ისაა, რომ ახლა ეს ყველაფერი უფრო მიმზიდველი და მრავალფეროვანი გზებით ხორციელდება - გამოგონებაც მარტივია და გამოგონილის დაჯერებაც, სიმართლის შემოწმება კი - რთული. ასეთ დროს ციფრული საზოგადოების ამოცანა არის სიფხიზლე ინფორმაციული წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების სფეროში, რომელიც, მედიამკვლევართა თქმით, ერთადერთი რეალური იარაღია ციფრულ საფრთხეებთან გასამკლავებლად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიფხიზლე მოეთხოვებათ არა მხოლოდ ტექნოლოგიებთან დამეგობრებულ ბავშვებს, არამედ მშობლებსაც, რომელთა გადაწყვეტილებით, ეს თაობა ჯერ ინტერნეტში იბადება, შემდეგ კი ფიზიკურად ევლინება სამყაროს. სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტი სივრცე ეთმობა ექოსკოპიის კაბინეტებში გადაღებულ ემბრიონის ფოტოებს. როგორია ინფორმაციული წიგნიერების დონე ციფრული თაობის წარმომადგენლებს შორის და ვის რა როლი აკისრია ამ საქმეში? ამ კითხვებზე პასუხის ძიების მცდელობას წარმოადგენს ვიდეოპროექტი, რომელიც ვაცლავ ჰაველის ჟურნალისტიკის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მომზადდა სპეციალურად რადიო თავისუფლებისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG