Accessibility links

პრაიმერი ქუთაისში


ქუთაისში ჩატარებული პრეზიდენტობის კანდიდატთა პრაიმერის შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პრაიმერის“ მიერ გამართულ გამოკითხვაში მონაწილეობა 125-მა ამომრჩეველმა მიიღო.
32-მა მოქალაქემ ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მისცა. 28 ხმა ერგო კახა კუკავას, 18 ხმა - ევროპული საქართველოს კანდიდატს დავით ბაქრაძეს, 10 ხმა მიიღო დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა, 7 ხმა - შალვა ნათელაშვილმა (ლეიბორისტული პარტია), 5 ხმა - დავით უსუფაშვილმა (შენების მოძრაობა), 2 ხმა - ალეკო ელისაშვილმა.

პრაიმერი ქუთაისში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:41 0:00

19 მოქალაქეს ხმა არავისთვის მიუცია, 2 ამომრჩეველი ხმას
გოგი წულაიას აძლევს, 1 - ბიძინა ივანიშვილს. ვლადიმირ პუტინს მხარი დაუჭირა ერთმა ადამიანმა, თუმცა, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ის მონაცემებში არ შესულა.

მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ფარული კენჭისყრით გამოევლინათ თავიანთთვის სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატი. მათ არჩევანის გაკეთება 7 კანდიდატს შორის მოუწიათ, თუმცა შეეძლოთ სიაში არმყოფი მათთვის სასურველი კანდიდატის ჩაწერაც.
გამოკითხვა ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG