ზუსტად არავინ იცის, რამდენი ადამიანი შეეწირა გასული საუკუნის 30-იანი წლების სტალინურ რეპრესიებს, მაგრამ წყაროების უმრავლესობის თანახმად, იმ პერიოდში სიკვდილით დასჯილთა რიცხვი მილიონს აღემატება. „დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათს უმრავლესობას - დახვრეტის გზით. სიკვდილმისჯილ პატიმართა ეს სურათები მათი ცხოვრების ბოლო წუთებში ან დღეებშია გადაღებული. ფოტოები ინახება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის არქივში. ასლები აღებულია ტომაშ კიზნისა და დომინიკ რუანეტის წიგნიდან „დიდი ტერორი საბჭოთა კავშირში. 1937-1938“ („ნუარ სიურ ბლანის“ გამომცემლობა, ლოზანა, 2013).
სიკვდილმისჯილთა ბოლო სურათები

1
ნიკოლაი აბრამოვი, რუსი. დაიბადა 1890 წელს მოსკოვის ოლქის სოფელ ლუკერინოში. განათლება - დაწყებითი; უპარტიო; კოლმეურნეობის ბრიგადირი; ცხოვრობდა ლუკერინოში. დააპატიმრეს 1937 წლის 5 ოქტომბერს. სიკვდილი მიუსაჯეს 1937 წლის 17 ოქტომბერს. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1937 წლის 21 ოქტომბერს.

2
ალექსანდრა ჩუბარი, სომეხი.დაიბადა 1903 წელს დონეცკის ოლქის ქალაქ არტემიევსკში (უკრაინა). განათლება - უმაღლესი; უპარტიო; მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარიატის კონსულტანტი; ცხოვრობდა მოსკოვში. დააპატიმრეს 1938 წლის 4 ივლისს; სიკვდილი მიუსაჯეს 1938 წლის 28 აგვისტოს. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს იმავე დღეს.

3
ალექსეი ჟოლტიკოვი, რუსი. დაიბადა 1890 წელს; მოსკოვის მეტროპოლიტენის ზეინკალი. სიკვდილით დასაჯეს 1937 წლის 1 ნოემბერს.

4
ბორის როზენფელდი, რუსი ებრაელი. დაიბადა 1908 წელს სანკტ პეტერბურგში. განათლება - უმაღლესი; უპარტიო; კომპანია "მოსენერგოს" ინჟინერი; ცხოვრობდა მოსკოვში. დააპატიმრეს 1935 წლის 31 იანვარს; მიუსაჯეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელს იხდიდა კარელიის ავტონომიური რესპუბლიკის ბელომორ-ბალტიის ბანაკების კომპლექსში. 1937 წლის 12 აპრილს ბანაკიდან გადაიყვანეს მოსკოვში. 1937 წლის 13 ივლისს მიუსაჯეს სიკვდილი. იმავე დღეს განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. რეაბილიტირებულ იქნა 1990 წელს.

5
გავრილ ბოგდანოვი, რუსი. დაიბადა 1888 წელს მოსკოვის ოლქის სოფელ ამინევოში. განათლება - დაწყებითი; უპარტიო; მუშა; ცხოვრობდა ამინევოში. დააპატიმრეს 1937 წლის 8 აგვისტოს; სიკვდილი მიუსაჯეს 1937 წლის 19 აგვისტოს; განაჩენი სისრულეში მოიყვანეს იმავე წლის 20 აგვისტოს. რეაბილიტირებულ იქნა 1989 წელს.

6
ვასილი კურენკოვი, რუსი. დაიბადა 1886 წელს დასავლეთის ოლქის სოფელ ფალელეევოში. განათლება - დაწყებითი; უპარტიო; საბჭოთა მეურნეობის მუშა; ცხოვრობდა მოსკოვის ოლქის სოფელ პოლოზოვოში. დააპატიმრეს 1937 წლის 10 აგვისტოს; სიკვდილი მიუსაჯეს 1937 წლის 19 აგვისტოს; განაჩენი სისრულეში მოიყვანეს იმავე წლის 21 აგვისტოს; რეაბილიტირებულ იქნა 1989 წელს.

7
სემიონ კრეჩკოვი, რუსი. დაიბადა 1876 წელს მოსკოვის ოლქის სოფელ პონიზოვში. განათლება - საშუალო; უპარტიო; მოსკოვის ოლქის სოფელ ბიკოვოს ეკლესიის მღვდელი; ცხოვრობდა ბიკოვოში; დააპატიმრეს 1937 წლის 1 ნოემბერს; სიკვდილი მიუსაჯეს 1937 წლის 15 ნოემბერს; განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1937 წლის 25 ნოემბერს. რეაბილიტირებულ იქნა 1989 წელს.

8
მარფა რიაზანცევა, რუსი. დაიბადა 1866 წელს ტვერის ოლქის ქალაქ მახაჩყალაში. უპარტიო; პენსიონერი. ცხოვრობდა მოსკოვში. დააპატიმრეს 1937 წლის 27 აგვისტოს; სიკვდილი მიუსაჯეს 1937 წლის 8 ოქტომბერს; განაჩენი სისრულეში მოიყვანეს იმავე წლის 11 ოქტომბერს; რეაბილიტირებულ იქნა 1989 წელს.