Accessibility links

12 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OCED) მიერ ჩატარებული მოსწავლეთა შეფასების (PISA) ბოლო, 2015 წლის მონაცემებით, საქართველო ბოლოდან მეათე ადგილზეა.

გამოკვლევაში მონაწილე მოსწავლეთა შედეგებით, საქართველო უსწრებს მხოლოდ იორდანიას, ბრაზილიას, ინდონეზიას, პერუს, ლიბანს, ტუნისს, კოსოვოს, ალჟირსა და დომინიკის რესპუბლიკას. კვლევამ 72 ქვეყანა და ნახევარ მილიონზე მეტი მოსწავლე მოიცვა. საუკეთესო შედეგები აჩვენეს სინგაპურმა, იაპონიამ და ესტონეთმა. რა პრობლემებია განათლების სისტემაში, რაც ხელს უშლით მოსწავლეებს სათანადო ცოდნის მიღებაში, რამდენად სისტემურია გადაწყვეტილების მიმღები პირების მიდგომა პრობლემურ თემებთან დაკავშირებით და რამ შეიძლება გამოასწოროს შექმნილი მძიმე მდგომარეობა - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG