Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენზურა თუ თვითცენზურა ქუთაისის კინოში?


კინო „საქართველო“ ქუთაისში
კინო „საქართველო“ ქუთაისში

არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში, 20 სექტემბერს, ქუთაისში მოქმედი კინო „საქართველოს“ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც იუწყება, რომ 27 სექტემბერს, ფილმი „მონაზვნის წყევლა“ კინოდარბაზებში გავა რუსულ და ინგლისურ ენებზე, რადგან ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, „ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას“.

„ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით რუსულ და ინგლისურ ენებზე“ - ნათქვამია კინო „საქართველოს“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფეისბუკმომხმარებლების ნაწილის მწვავე გამოხმაურების შემდეგ, აღნიშნული განცხადება დროებით წაიშალა სოციალური ქსელიდან, თუმცა მოგვიანებით იგი ისევ აღადგინეს.

კინო „საქართველოს“ ადმინისტრაციის განცხადებით, მათ არ სურთ ფულის გადახდა ისეთი ფილმის გახმოვანებისთვის, რომელიც შეიძლება საზოგადოების პროტესტის საგანი გახდეს.

რეჟისორ კორინ ჰარდის „მონაზვნის წყევლა“ საშინელებათა ჟანრის ფილმია. სიუჟეტი რუმინეთში მონაზვნის თვითმკვლელობის ამბავზეა, რომლის მიზეზს ვატიკანიდან გამოგზავნილი მღვდელი და ახალგაზრდა მონაზონი არკვევენ.​

ამ განცხადების საპასუხოდ, სოციალურ ქსელში ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააპროტესტა კინომოყვარულთა დიდმა ნაწილმა და იგი ხელოვნების ცენზურად მიიჩნია. მათ კინო „საქართველოს“ ადმინისტრაციას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შეახსენეს, რომლის მიხედვით, ფილმის დემონსტრატორის მიერ ფილმის კინოდარბაზში ჩვენება პირველადწარმოების ენაზე საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების ან გახმოვანების პირობების დაუცველად, იწვევს დაჯარიმებას.

რეჟისორ კორინ ჰარდის „მონაზვნის წყევლა“ საშინელებათა ჟანრის ფილმია, ფილმის ჩვენება დღეს თბილისის კინოთეატრებშია დაგეგმილი და მისი ნახვა მაყურებელს რუსულ და ინგლისურთან ერთად, ქართულ ენაზეც შეუძლია. ფილმის სიუჟეტი რუმინეთში მონაზვნის თვითმკვლელობის ამბავზეა, რომლის მიზეზს ვატიკანიდან გამოგზავნილი მღვდელი და ახალგაზრდა მონაზონი არკვევენ.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG