Accessibility links

აჭარაში, დაცულ ტერიტორიასთან ახლოს, კინტრიშის ხეობაში, ჰიდროელექტროსადგური შენდება. გეოლოგები ამ დრომდე სწავლობენ მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიას.

ჰესის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ათ დღეში მეცნიერები გამოაქვეყნებენ დასკვნას, თუ რატომ ჩამოიშალა კლდე ჰესისთვის გვირაბის მშენებლობისას. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს რომ, ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ კი მიიჩნევენ, რომ ვიდრე ჰესის მშენებლობაზე ნებართვას გასცემდნენ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში სრულყოფილად არ იყო წარმოდგენილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG