Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის ციხეში დირექტორის კანდიდატურა ისევ ვაკანტურია


რაბათის ციხე
რაბათის ციხე

ვიდრე ახალციხის მერი გიორგი კოპაძე ციხის დირექტორის თანამდებობაზე ღირსეულ კანდიდატურას ეძებს, ახალციხის ციხეში აქტიური ტურისტული სეზონი იწყება.

ახალციხის ციხის დირექტორის პოზიცია ისევ ვაკანტურია. ამ დრომდე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სასურველი კანდიდატურა ვერ შეირჩა, თუმცა ისტორიული კომპლექსის დირექტორის მოადგილე უკვე დანიშნულია. ნათია ხუციშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება თავად მერმა მიიღო. ამასთანავე, გიორგი კოპაძის გადაწყვეტილებითვე, ახალციხის ციხეში გაუქმდა მრჩევლების პოსტი. ნათია ხუციშვილი ირწმუნება, რომ ციხის დირექტორის დანიშვნისთანავე, ადმინისტრაცია მუშაობას ახალი შემართებით დაიწყებს.

ახალციხის ციხე რომ ქალაქის სავიზიტო ბარათია და სწორი მენეჯმენტი სჭირდება, ამის შესახებ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ. ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელისა და ისტორიის დოქტორის ცირა მესხიშვილის აზრით, პირველ რიგში, მუზეუმი დამოუკიდებელი ერთეული უნდა გახდეს და ბიუჯეტიდან მხოლოდ ნაწილობრივდაფინანსდეს. მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაციამუნდა შეიმუშაოს ბიზნესის განვითარების კონცეფცია და დაიწყოს ახალი კონტაქტების მოძიება მეზობელ ქვეყნებში.

ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარის მსგავსად ფიქრობენ „დემოკრატ–მესხთა კავშირში“. ჯაბა ნათენაძის აზრით, ციხის ადმინისტრაცია პიარის კუთხით ნაკლებად მუშაობს, ამიტომ მათ საქმიანობა ამ მიმართულებით უნდა გააუმჯობესონ. მისივე აზრით, ციხის დირექტორის პოზიცია თვეების განმავლობაში ვაკანტური არ უნდა იყოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ.

რაბათის ისტორიული კომპლექსი 2012 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პირველ წელს ტერიტოირიას 83 955 დამთვალიერებელი ესტუმრა, ბიუჯეტში კი 242 190 ლარი შევიდა.

2013 წელს ციხე132 072 ადამიანმა მოინახულა, ციხის შემოსავალმა კი498 999 ლარი შეადგინა.

2014 წლის მონაცემებით,ისტორიულ კომპლექსში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა. ციხით 117 548 ადამიანი დაინტერესდა, ხოლო ბიუჯეტში 469 509 ლარი შევიდა.

მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით კი, კომპლექსს 2 813 ვიზიტორი ჰყავდა.

ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, პირველი ხუთეული ქვეყანაასე გამოიყურება:

2014 წელი

1. პოლონეთი – 3 786 ადამიანი;

2. ისრაელი – 3 433;

3. რუსეთის ფედერაცია–1269;

4. თურქეთი–809;

5. უკრაინა–753.

XS
SM
MD
LG