Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ძვირდება თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა?


თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი
თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი

1 ივლისიდან, ძვირდება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლის ბიზნეს და პირველი კლასის ბილეთები. შესაბამისად, ბიზნესკლასის ბილეთის საფასური 55-დან 100 ლარამდე იზრდება, პირველი კლასის ბილეთი კი 45 ლარის ნაცვლად 60 ლარი იქნება. რა არის ამის მიზეზი და როგორ შეიძლება ბათუმში გამგზავრება უფრო იაფად?

ივნისის ბოლოს საქართველოს საზოგადოების ერთ ნაწილში აქტიური განხილვის თემად იქცა ცნობა თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთების გაძვირების შესახებ. ბოლო წლებია ამ მიმართულებით მგზავრობის მსურველთათვის ე.წ. სეზონური ტარიფი მოქმედებს, რაც 1 ივლისიდან ბილეთების 5-10 ლარით გაძვირებას ითვალისწინებდა, ამჯერად კი ფასი გაცილებით მეტად გაიზარდა. 1 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მატარებლის ბიზნესკლასის ბილეთი 55 ლარის ნაცვლად 100 ლარი იქნება, ხოლო პირველი კლასის ბილეთის ფასი 45-დან 60 ლარამდე გაიზრდება. ამ ცნობით გამოწვეული აჟიოტაჟის გამო „საქართველოს რკინიგზა“ იძულებული გახდა განმარტება გაეკეთებინა და გამოაცხადა, რომ ეკონომკლასის ბილეთების ფასი უცვლელი რჩება და ის სეზონის განმავლობაში 24 ლარი იქნება.

გადმოწერა

XS
SM
MD
LG