Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ წელთან მიმართებაში ინფლაციამ 6,6% შეადგინა


2,1-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში 2017 წლის მაისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6,6 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინდექსი არ შეცვლილა, თუმცა, გასულ წელთან შედარებით, ფასები გაზრდილია და ამ ზრდაში ყველაზე დიდი წილი სურსათსა და ალკოჰოლურ სასმელებზე მოდის.

„საქსტატის“ ცნობით, ერთი წლის განმავლობაში ფასების 8,3-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 2,53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

გადმოწერა

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (30,3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11,3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10,1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4,7 პროცენტი);

ტრანსპორტი - ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,5 %-ით. შესაბამისად, ჯგუფის წილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2,13 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (11,2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (6,0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ფასები გაიზარდა 15,0 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,97 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (31,7 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა - ფასები გაიზარდა 6,7 %-ით, რაც 0,60 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობებისა (16,8 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (5,3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

რაც შეეხება წინა თვესთან მიმართებაში ინფლაციას:

ტრანსპორტი - ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,5 %-ით. შესაბამისად, ჯგუფის წილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა (2,9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1,1 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - ფასები გაიზარდა 1,8 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია დაზღვევის ქვეჯგუფზე (15,5 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ჯგუფში ფასები შემცირდა 0,4 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-4,9 პროცენტი), ზეთსა და ცხიმზე (-0,7 პროცენტი), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-0,4 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (2,4 პროცენტი), აგრეთვე ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (2,3 პროცენტი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG