Accessibility links

30 იანვარს ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შესახებ კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას ითვალისწინებს. კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული მოდელი რადიკალურად განსხვავდება კამპანია „ეს შენ გეხებას“ ხედვისგან და არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებას. რატომ მიიჩნევენ მიუღებლად უმრავლესობის ინიციატივას და რას აპირებს „ეს შენ გეხება“? ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია კამპანიის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები - ლიკა საჯაია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, და მიხეილ ბენიძე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG