მლადიჩის სასამართლო პროცესს ყველგან აშუქებენ - სერბიის გარდა
ოთხშაბათს ჰააგაში ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო ლიდერის, რატკო მლადიჩის, სასამართლო პროცესი დაიწყო. ამ პროცესს საერთაშორისო მედია ყურადღებით ადევნებდა თვალს, თუმცა ერთ ქვეყანაში ამ ფაქტის მიმართ მედიას დიდი ყურადღება არ გამოუჩენია. ლაპარაკია სერბიაზე. იქ ამ ამბავმა თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა.
მლადიჩს 11 ბრალდება აქვს წაყენებული, გენოციდის ხელშეწყობისა და სამხედრო დანაშაულების ჩათვლით. მას ბრალად ედება 1995 წელს სრებრენიცაში 8,000-მდე მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვის ბრძანების გაცემა. ეს შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტად ითვლება. მლადიჩს ასევე ბრალად ედება სარაევოს გარშემო ბოსნიელი სერბების მიერ შემორტყმული ალყის ორგანიზება - ალყისა, რომელიც 44 თვეს გაგრძელდა და ომის დაწყებას მისცა ბიძგი. თავად მლადიჩი დანაშაულების ჩადენას უარყოფს.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტელევიზიებმა სასამართლოდან ერთი ნაწყვეტი მაინც გადასცეს ეთერში, სერბიაში კი სხვაგვარად მოხდა. იქ ამ ამბავზე მხოლოდ გამოშვების დასაწყისში, სულ ერთი წინადადებით, ჰედლაინის ფორმით ითქვა, შემდეგ კი ახალი ამბების გამოშვებები სხვა მოვლენებს დაეთმო.
ბელგრადში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ბრანკა ტრივიჩის თქმით, ეს ზუსტად ასახავს სერბიის ზოგად დამოკიდებულებას ჰააგაში მიმდინარე პროცესების მიმართ:
„სერბიის მედია თითქმის არ აქცევს ყურადღებას ჰააგის ტრიბუნალზე მიმდინარე სასამართლო პროცესებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ როცა ომის დანაშაულების ეჭვის გამო ძებნილი ბოლო კაცი დააკავეს და ჰააგას გადასცეს, ამით მთელი ეტაპი დაასრულეს. საერთოდ არანაირი დისკუსია არ მიმდინარეობს, მაგალითად, იმის შესახებ, თუ ვისი დახმარებით ახერხებდა მლადიჩი ამდენი ხნის განმავლობაში მიმალვაში ყოფნას.“
მლადიჩი ერთი წლის წინ დააპატიმრეს სერბიის სადაზვერვო სტრუქტურების წარმომადგენლებმა. მანამდე ის დამალვას ახერხებდა, თუმცა 1995 წლის შემდეგ ეძებდნენ. მას ჩრდილოეთ სერბიაში მიაგნეს.
დღეს, როგორც ჩანს, სერბიის მედიისთვის ის ტაბუდადებული თემაა. მის შესახებ არც ამ ქვეყნის პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ბევრს.
ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს იგი თითქმის საერთოდ არ უხსენებიათ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სერბიაში 20 მაისს არის დანიშნული.
შარშან მლადიჩის დაკავების შესახებ ცნობა მოქალაქეებს პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა ამცნო. ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, ის ჰააგაში მიმდინარე პროცესებს იშვიათად ახსენებს თავის მეტოქესთან - ტომისლავ ნიკოლიჩთან - დებატებში. ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ ნაციონალისტმა ნიკოლიჩმა თავის დროზე ტადიჩი გააკრიტიკა ეჭვმიტანილების ჰააგისთვის გადაცემის გამო, ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვის ფარგლებში.
ოთხშაბათს, 16 მაისს, ტელევიზიით გადაცემული დებატების დროს ტადიჩმა ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილების შესახებ მხოლოდ გაკვრით ისაუბრა:
„სერბიის ხალხს არ შეეძლო ემოგზაურა სანქციების გამო, რომლებიც მაშინ დაწესდა, როცა თქვენ, ბატონო ნიკოლიჩ, მთავრობაში იყავით. სერბიის და მთელი რეგიონის ხალხი ცდილობდა თავი დაეღწია ბომბებისთვის. სწორედ ეს ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენს პოლიტიკას შორის. თქვენ ამბობდით, რომ პარლამენტი უსაფრთხო სახლი იქნებოდა ჰააგის მიერ ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირებისთვის. ჩვენი მოქალაქეების სახელით, ჩვენ ეს პრობლემაც გადავჭერით.“
ჩვენი რადიოს კორესპონდენტის, ტრივიჩის თქმით, სერბიამ ომის დამნაშავეთა შესახებ საუბარი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ივლისში დააპატიმრეს ჰააგის ტრიბუნალის მიერ ძებნილი 46 ადამიანიდან ბოლო პირი, გორან ჰაჯიცი.
რატკო მლადიჩი თავის სასამართლო პროცესზე ჯერ სიტყვით არ გამოსულა. შესაძლოა ამ სიტყვამ მისი პროცესის მიმართ ინტერესი გაზარდოს, ჯერჯერობით კი პროცესი თითქმის არ შუქდება.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სერბიის საზოგადოებაში გაბატონებული აზრით, ჰააგისთვის გადაცემული პირები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქმნიდნენ წინაღობას. სხვა მხრივ ამ პირთა ქმედებების ანალიზი თუ, ზოგადად, ქვეყნის ახლო წარსულისა და ომებისთვის თვალის გასწორების მცდელობა, ნაკლებად გვხვდება.
ტადიჩმა შარშან პირობა დადო, რომ პოლიცია იმ პირებსაც იპოვიდა და დასჯიდა, რომლებიც მლადიჩს ეხმარებოდნენ, თუმცა ეს პირობა არ შესრულებულა.
ჰააგაში ყოფილი იუგოსლავიის სამხედრო ტრიბუნალმა განუსაზღვრელი ვადით გადადო მლადიჩის სასამართლო პროცესი, მისი დაწყებიდან სულ ერთი დღის შემდეგ. სასამართლოს თავმჯდომარის ალფონს ორის განმარტებით, მიზეზია „შეცდომები“, რომლებიც პროკურორებმა დაუშვეს რატკო მლადიჩის ადვოკატებისთვის მტკიცებულებების წარდგენისას. მოსამართლის განცხადებით, ის შეძლებისდაგვარად მოკლე დროში განსაზღვრავს პროცესის განახლების თარიღს.
ოთხშაბათს ჰააგაში ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო ლიდერის, რატკო მლადიჩის, სასამართლო პროცესი დაიწყო. ამ პროცესს საერთაშორისო მედია ყურადღებით ადევნებდა თვალს, თუმცა ერთ ქვეყანაში ამ ფაქტის მიმართ მედიას დიდი ყურადღება არ გამოუჩენია. ლაპარაკია სერბიაზე. იქ ამ ამბავმა თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა.
მლადიჩს 11 ბრალდება აქვს წაყენებული, გენოციდის ხელშეწყობისა და სამხედრო დანაშაულების ჩათვლით. მას ბრალად ედება 1995 წელს სრებრენიცაში 8,000-მდე მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვის ბრძანების გაცემა. ეს შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტად ითვლება. მლადიჩს ასევე ბრალად ედება სარაევოს გარშემო ბოსნიელი სერბების მიერ შემორტყმული ალყის ორგანიზება - ალყისა, რომელიც 44 თვეს გაგრძელდა და ომის დაწყებას მისცა ბიძგი. თავად მლადიჩი დანაშაულების ჩადენას უარყოფს.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ როცა ომის დანაშაულების ეჭვის გამო ძებნილი ბოლო კაცი დააკავეს და ჰააგას გადასცეს, ამით მთელი ეტაპი დაასრულეს ...ბრანკა ტრივიჩი
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტელევიზიებმა სასამართლოდან ერთი ნაწყვეტი მაინც გადასცეს ეთერში, სერბიაში კი სხვაგვარად მოხდა. იქ ამ ამბავზე მხოლოდ გამოშვების დასაწყისში, სულ ერთი წინადადებით, ჰედლაინის ფორმით ითქვა, შემდეგ კი ახალი ამბების გამოშვებები სხვა მოვლენებს დაეთმო.
ბელგრადში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ბრანკა ტრივიჩის თქმით, ეს ზუსტად ასახავს სერბიის ზოგად დამოკიდებულებას ჰააგაში მიმდინარე პროცესების მიმართ:
„სერბიის მედია თითქმის არ აქცევს ყურადღებას ჰააგის ტრიბუნალზე მიმდინარე სასამართლო პროცესებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ როცა ომის დანაშაულების ეჭვის გამო ძებნილი ბოლო კაცი დააკავეს და ჰააგას გადასცეს, ამით მთელი ეტაპი დაასრულეს. საერთოდ არანაირი დისკუსია არ მიმდინარეობს, მაგალითად, იმის შესახებ, თუ ვისი დახმარებით ახერხებდა მლადიჩი ამდენი ხნის განმავლობაში მიმალვაში ყოფნას.“
მლადიჩი ერთი წლის წინ დააპატიმრეს სერბიის სადაზვერვო სტრუქტურების წარმომადგენლებმა. მანამდე ის დამალვას ახერხებდა, თუმცა 1995 წლის შემდეგ ეძებდნენ. მას ჩრდილოეთ სერბიაში მიაგნეს.
დღეს, როგორც ჩანს, სერბიის მედიისთვის ის ტაბუდადებული თემაა. მის შესახებ არც ამ ქვეყნის პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ბევრს.
ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს იგი თითქმის საერთოდ არ უხსენებიათ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სერბიაში 20 მაისს არის დანიშნული.
თქვენ ამბობდით, რომ პარლამენტი უსაფრთხო სახლი იქნებოდა ჰააგის მიერ ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირებისთვის. ჩვენი მოქალაქეების სახელით, ჩვენ ეს პრობლემაც გადავჭერით ...ბორის ტადიჩი