Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში დაანგრიეს სახლი, რომლის შენარჩუნებას მოქალაქეების ნაწილი ითხოვდა


დანგრეული სახლი ბათუმში. ფარნავაზ მეფის N57
დანგრეული სახლი ბათუმში. ფარნავაზ მეფის N57

ბათუმის ცენტრალურ უბანში დაანგრიეს საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი სახლი, რომლის შენარჩუნებასაც მოქალაქეების ნაწილი და ორგანიზაცია „ბათომი“ ითხოვდა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ შენობა ბათუმის ისტორიული განაშენიანების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. სახლის დემონტაჟზე პასუხისმგებლობას კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს აკისრებენ. სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ფარნავაზ მეფის 57 ნომერში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა. ორგანიზაცია „ბათომის“ დამფუძნებლებმა მიმდინარე კვირას პროკურატურას მიმართეს და საქმის გამოძიება მოითხოვეს.

XS
SM
MD
LG