Accessibility links

აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ ტეფტი ძლიერი პროტესტითა და იმედგაცრუებით შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს ვაშინგტონს შეამციროს დიპლომატების რიცხვი რუსეთში. ამგვარი პასუხი გასცა რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.თანამშრომელთა შემცირების გარდა, რუსეთის გადაწყვეტილებით, აშშ-ის საელჩოს ღარ შეეძლება მოსკოვში არსებული დიპლომატიური ვილებითა და საწყობებით ისარგებლოს.

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ოლსონმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ელჩმა უკვე მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აშშ-მა 1 სექტემბრისათვის 455 კაცამდე უნდა შეამციროს დიპლომატების რიცხვი რუსეთში. ასეთი ნაბიჯით უპასუხა რუსეთმა აშშ-ის სენატის 27 ივლისის გადაწყვეტილებას, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მორიგი „თავხედური“ ქმედება უწოდა. „როგორც იცით, ჩვენ ვმოქმედებთ ძალიან თავშეკავებით და მოთმინებით, თუმცა რაღაც მომენტში ჩვენ მოგვიწევს პასუხის გაცემა. შეუძლებელია დაუსრულებლად ვითმინოთ რაღაცნაირი თავხედობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა პუტინმა 27 ივლისს ფინეთის პრეზიდენტ საულინიინისტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის სენატმა27 ივლისს თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას. ახალი სანქციების გატარების მიზეზებს შორის არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უკრაინის მიმართ, მისი სავარაუდო ჩარევა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში და მოსკოვის სამხედრო ინტერვენცია სირიაში. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე ახალ მკაცრ სანქციებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის, ანუ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის დემოკრატიას.

„აშშ-მა ძლიერი სიგნალი უნდა გაუგზავნოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ყველა სხვა აგრესორს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ჩვენ დემოკრატიაზე თავდასხმებს. სწორედ ესაა ამ კანონპროექტის არსი. ჩვენ ამ ბრძოლაში ერთ მხარეზე უნდა ვიდგეთ არა როგორც რესპუბლიკელები და დემოკრატები, არამედ როგორც ამერიკელები. დროა, ჩვენ დემოკრატიაზე რუსეთის თავდასხმებს დავუპირისპირდეთ ძლიერი, გადამჭრელი და ერთიანი მიზნით გამსჭვალული ქმედებით“, - სენატის სამხედრო ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონ მაკკეინმა ასეთი კომენტარი გააკეთა ახალი სანქციების შესახებ კანონის მიღების შემდეგ.

მანამდე, 25 ივლისს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალ მკაცრ ზომებს ხმათა დიდი უმრავლესობით (419 სამის წინააღმდეგ) მხარი დაუჭირა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელი იუწყება, პრეზიდენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვეტო დაადოს კანონპროექტს თუ ხელი მოაწეროს მას. სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მიღწეული ერთსულოვნება იმაზე მიანიშნებს, რომ ტრამპის ვეტოს შემთხვევაში კანონმდებლებს მისი დაძლევა არ გაუჭირდებათ.

რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ კვლავაც აგრძელებს იმ „უკიდურეს აგრესიულ“ პოლიტიკას, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს დაიწყო რუსეთის დიპლომატების წინააღმდეგ. დეკემბრის ბოლოს აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა 35 რუსი დიპლომატი. ამას გარდა, რუს დიპლომატებს ჩამოერთვათ ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ვილებით სარგებლობა. რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ თუ ვაშინგტონი შემდეგშიც გააძევებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG