Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი: რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები გაგრძელდება


დევიდ კამერონი
დევიდ კამერონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილე, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო თვიდან გაგრძელდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები.

2014 წლის ივლისში აშშ, ევროკავშირი და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა შეთანხმდა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე, კრემლის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების დახმარების საპასუხოდ. „უკრაინა არის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აგრესიის მსხვერპლი. და ჩვენ ეს ფაქტი არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. სამიტის ბოლოს გამოქვეყნებულ საბოლოო განცხადებაში, აშშ-ის, კანადის, ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და იაპონიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან დამატებითი ზომების მისაღებადაც, თუ რუსეთი არ შეასრულებს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG