Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის დანიშვნა ზოგს მორიგი ოდესური ხუმრობა ჰგონია


პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი
პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცვიფრა საკუთარი ხალხი, როდესაც ოდესის რეგიონის მმართველად გასული კვირის ბოლოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა. უკრაინის ლიდერის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია ახლავს ქვეყნის პრობლემატურ შავი ზღვის რეგიონში.

ზოგიერთი კი, მაგალითად ეს ქალი, ხუმრობად მიიჩნევს, რომ მათ ოლქს სათავეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაუყენეს.

„ეს მე მორიგი ხუმრობა მგონია. ხვალ გვეტყვიან სამყაროს აღსასრული დადგაო. ახლა თქვენ ამის გჯერათ“?

თუმცა, ეს უკვე აღარაა ხუმრობა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სასწრაფო წესით მიანიჭა უკრაინის მოქალაქეობა, 31 მაისიდან უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას. პრეზიდენტმა პოროშენკომ კი ოდესელებს პირობა მისცა, რომ „ოდესელები პირველსავე წელს იგრძნობენ ცხოვრების სტანდარტების ამაღლებას“, რისიც მოსახლეობის ნაწილს მართლაც სჯერა.

„მე მომწონდა, როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო, ძირითადად, მისი ეკონომიკური რეფორმების გამო. იმედი მაქვს, რომ [მისი მოღვაწეობა] დადებითი იქნება“.

თუმცა სხვები თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას რეგიონში და დაძაბავს ურთიერთობებს საქართველოსთან.

„ეს არის კაცი, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სხვა ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ურთიერთობა. საერთოდ, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნა“?

„უკრაინა ოლიგარქების გარეშე“, – განაცხადა პოროშენკომ ოდესაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოლქის ხელმძღვანელად წარადგინა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაანთავისუფლა ყოფილი გუბერანატორი იგორ პალიცია, რომელიც გავლენიან უკრაინელ ოლიგარქთან, იგორ კოლომოისკისთან დაახლოებულ გუბერნატორად ითვლებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG