Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 აგვისტო, 49 წლის წინ: საბჭოთა ტანკები ჩეხოსლოვაკიაში

ზუსტად 49 წლის წინ საბჭოთა ტანკები შეიჭრნენ მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში და ბოლო მოუღეს იმედს, რომ საბჭოთა ბლოკში შესაძლებელი იყო ეგრეთ წოდებული „ადამიანური სახის სოციალიზმის“ არსებობა. 1968 წლის 21 აგვისტოს ჩაკლეს „პრაღის გაზაფხულის“ სახელით ცნობილი რეფორმატორული მოძრაობა. ოპერაციაში, რომლის მსვლელობაშიც დაიღუპა 108 და დაიჭრა 500-მდე მოქალაქე, მონაწილეობდა „ვარშავის ხელშეკრულების“ წევრი ქვეყნების 500 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა რეფორმების პროცესი, რომელსაც ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია ატარებდა ალექსანდერ დუბჩეკის მეთაურობით. რეფორმების მიზანი იყო რეჟიმის ყველაზე უფრო რეპრესიული ელემენტების გაუქმება და „ადამიანური სახის სოციალიზმის“ დამყარება. 1968 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დუბჩეკი და ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის მთელი ხელმძღვანელობა დააპატიმრეს და მოსკოვში გადააფრინეს. იქ ისინი მალე დაჰყვნენ მოსკოვის მოთხოვნებს და ხელი მოაწერეს ეგრეთ წოდებულ „მოსკოვის ოქმებს“, რომლებიც აკანონებდა საბჭოთა ოკუპაციას და აუქმებდა „პრაღის გაზაფხულის“ ყველა რეფორმას. (ფოტოები ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოს არქივიდან)

ჩამოტვირთე მეტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG