Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში აანთეს ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი

ბერძენი მსახიობი კატერინა ლეჰუ ოლიმპიური ჩირაღდნით ხელში საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში.
ბერძენი მსახიობი კატერინა ლეჰუ ოლიმპიური ჩირაღდნით ხელში საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში.

საბერძნეთში აანთეს ბრაზილიის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი. ცერემონია 21 აპრილს ათენის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ახლა ჩირაღდანი ექვსი დღე იმოგზაურებს საბერძნეთში. მას მოელიან, მაგალითად, ქალაქ მარათონში და ათენის მიგრანტთა ბანაკში. 3 მაისს კი ოლიმპიური ჩირაღდანი ბრაზილიაში ჩავა და 100 დღეში მოივლის ამ ქვეყანას, 500-მდე ქალაქსა და სოფელს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 5 აგვისტოს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. ეს იქნება პირველი ოლიმპიადა სამხრეთ ამერიკაში.

This item is part of
XS
SM
MD
LG