Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მიმართავს ტრადიციული მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ. პარლამენტის წლევანდელი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა 14 საათზე დაიწყო. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოვლენ მხოლოდ პარლამენტის ფრაქციების ხელმძღვანელები. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსასმენად პარლამენტში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, პრეზიდენტის მოხსენების შინაარსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და შეეხება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG