Accessibility links

საქართველოში ტურიზმი საგრძნობ ზრდას განაგრძობს


ბათუმი

ივლისის თვეში საქართველოს თითქმის ერთი მილიონი უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა, - იუწყება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. ამავე წყაროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტომდე საქართველოს თითქმის 4 მილიონი მოგზაური ესტუმრა.

თბილისის ქუჩებში, ბათუმის პლაჟებზე თუ საქართველოს მთებში თვალშისაცემია უცხოელ მოგზაურთა რაოდენობის მატება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რომელიც საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკას ადგენს, ვიზიტორების რაოდენობამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17 პროცენტით მოიმატა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს თითქმის 4 მილიონი (3,978,657) საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ამავე საანგარიშო პერიოდში იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების, რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაყვეს საქართველოში, მილიონ 800 ათასზე მეტი (1,829,331) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 30 პროცენტზე მეტად აღემატება. ეს რიცხვები ოპტიმისტური განცხადებების საფუძველს აძლევს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი ჩოგოვაძეს.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG