Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის პორტის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად შიმშილობას განაგრძობენ


მოშიმშილეთა ნაწილი ბათუმის პორტში
მოშიმშილეთა ნაწილი ბათუმის პორტში

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, პორტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე რეორგანიზაცია, შემცირებები და აუტსორსინგი შეაჩეროს. ეს გადაწყვეტილება კიმიღებული იქნა მას შემდეგ, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამბათუმის პორტის მმართველ კომპანია „ყანსტრანს ოილს“ მიმართა, - ნათქვამია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ოფიციალურ წერილში. მათივე ცნობით, სოციალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად პროცესში ჩაერთვება ბათუმის ნავთობტერმინალში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიცბათუმის პორტისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებასმიიღებს.

ერთი თვე ვთხოვდით, დავსხდეთ და ვისაუბროთო. მაშინ ყურადღებაც არ მოგვაქცია, არც ერთ წერილზე პასუხიც კი არ გაგვცა. დღეს კიდევ შეაჩერა ის, რასაც უარყოფდა. არავითარ მოლაპარაკებაზე არ წავალთ. მხოლოდ დირექტორის შეცვლის შემდეგ, ახალ დირექტორთან დავსხდებით სასაუბროდ...
გოჩა ზოსიძე

მიუხედავად ამისა, ბათუმის პორტის 8 თანამშრომელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. არ აპირებს დაშლას არც ასეულობით თანამშრომელი. მათპორტის მუშაობა შეაჩერეს და ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალურ დირექტორს, დანიარ მუხამედ რახიმს. მათ შორისაა ერთ-ერთი მოშიმშილე, აკაკი ჭეფხოძე:

„ბევრჯერ მოგვატყუა. აქ ნდობის ფაქტორიცაა. ხომ ხედავთ, რა უწერიათ წერილში, გადაწყვეტილების დროებით შეჩერებაო. გავა ხანი და ისევ გააკეთებს თავისას, რა გარანტია გვაქვს ჩვენ? მით უმეტეს, აქ ვინც ვაპროტესტებთ, იმათგან დაიწყებს. ნდობა გვაქვს დაკარგული მაგ ადამიანის და იგი ჩვენი დირექტორი აღარაა, - პორტის ყველა თანამშრომელი ამბობს ამას. ხომ ხედავთ, პარალიზებულია პორტი და რეებს აცხადებს დირექტორი, დროებით ვაჩერებ გადაწყვეტილებასო, გუშინ თქვა, არ ვგეგმავ არაფერსო“.

2 აპრილს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რეორგანიზაცია არ მიმდინარეობს და მხოლოდ განხილვის საგანია, ხოლო თანამშრომლების დათხოვნის აუცილებლობას ვერ ხედავს და თუ ამ უკიდურეს ფორმას მიმართავენ, აუცილებლადგაივლიან კონსულტაციას პროფკავშირთან. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ადმინისტრაცია მხოლოდ აუტსორსინგზე გადასვლას განიხილავს.

მოშიმშილეთა ნაწილი ბათუმის პორტში
მოშიმშილეთა ნაწილი ბათუმის პორტში

გოჩა ზოსიძე, რომელიც, უკვე მეორე დღეა, შიმშილობს, ამბობს, რომ ახლა მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ - გადადგეს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორი:

„დღეს რაც შეაჩერა, გუშინ ამბობდა, არ ვგეგმავო, და გამოსვლები 2 აპრილიდან დაიწყეს. მათთვის მიუღებელია გენერალური დირექტორისგან შეთავაზებული როგორ შევაჩეროო ის დაგეგმილი რეორგანიზაცია და ცვლილებათა ჩამონათვალი. ერთი თვე ვთხოვდით, დავსხდეთ და ვისაუბროთო. მაშინ ყურადღებაც არ მოგვაქცია,ერთი თვე ვთხოვდით, დავსხდეთ და ვისაუბროთო. მაშინ ყურადღებაც არ მოგვაქცია, არც ერთ წერილზე პასუხიც კი არ გაგვცა. დღეს კიდევ შეაჩერა ის, რასაც უარყოფდა. არავითარ მოლაპარაკებაზე არ წავალთ. მხოლოდ დირექტორის შეცვლის შემდეგ, ახალ დირექტორთან დავსხდებით სასაუბროდ“.

ბათუმის პორტის თანამშრომლებმა გააპროტესტეს ე. წ. აუტსორსინგი, რაც ითვალისწინებს თანამშრომლების ხელშეკრულებით დასაქმებას საზღვაო ნავსადგურში მიწვეულ კომპანიებში, რადგან, როგორც პორტის პროფკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, ბათუმის პორტის 701 თანამშრომლის 90 პროცენტზე მეტს მუდმივი ხელშეკრულებები აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG