Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონი 48 ათას დოლარამდე კორუფციაზე და კრიზისი რუმინეთში


საპროტესტო გამოსვლები რუმინეთში
საპროტესტო გამოსვლები რუმინეთში

საპროტესტო გამოსვლები რუმინეთის დედაქალაქში გრძელდება, მიუხედავად მთავრობის დათმობისა,უარი თქვას განკარგულებაზე, რომელიც კორუფციის შედარებით მსუბუქი საქმეებისთვის სასჯელის შერბილებას ითვალისწინებს. პრეზიდენტი სამშაბათს პარლამენტში მივიდა და განაცხადა, პოლიტიკური კრიზისი მთავრობამ გამოიწვია დეკრეტის გამოქვეყნებითო. ხალხი მთავრობის გადადგომას მოითხოვს, პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით დავტოვებ პოსტსო.რუმინეთის პრემიერ-მინისტრი სორინ გრინდიანუშემთხვევით არ არის პარლამენტის იმედად, იქ მას თავისი მომხრეუმრავლესობა ეგულება.

გადმოწერა

ასეულ ათასობით დემონსტრანტის ქუჩაში გასვლამ მთავრობა მოდრიკა, გამოცხადებული განკარგულება უკან წააღებინა, მაგრამ ის გადადგომაზე არ ფიქრობს. მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ლივიუ დრანდიამ, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერს და თქვა,მისამჟამინდელ მთავრობასსრულ მხარდაჭერას ვუცხადებო. მთელი ქვეყნის მასშტაბითნახევარ მილიონი დემონსტრანტის ნებას მთავრობა თავიდანვე არ დაჰყოლია, მაგრამ უკვე მეხუთე დღეს გადაწყვიტა, დაეთმო და გაეუქმებინა თავისივე განკარგულება კორუფციის იმ შემთხვევების დეკრიმინალიზების შესახებ, რომელთა ფულადი გამოხატულება არ აღემატება 48 ათას დოლარს.ხუთ თებერვალს მთავრობამ მოაწყო სხდომა და კაბინეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაეთმოთ, რაც დაადასტურეს საჯაროდ. მიუხედავად ამისა,ხალხი არ დაიშალა, გრძელდება გამოსვლები და მოთხოვნა, გადადგომისკენ მოწოდება კვლავ ძალაშია.

რუმინეთის ძველ უბანში დემონსტრაციაზე მისული მარტინი ამბობს, „გავიგეთ, რომ განკარგულება გააუქმეს, მაგრამ მათ არ ვენდობით, მათი ნდობა არ შეიძლება, ეს მათ დაამტკიცეს. ამიტომ ჩვენ გვსურს საკუთარი თვალით ვიხილოთ, ამის არაერთი საშუალება არსებობს, და ჩვენი სურვილიადავინახოთ, რა ხდება. სანამ ეს არ გაირკვევა, ყველა აქ ვრჩებით და მათზე ზეწოლას არ შევწყვეტთო“.მარტინს მხარს უბამს მარიუსი. ისიც ფიქრობს, რომ მთავრობა არაა სანდო და გადაწყვეტილი აქვს დაელოდოს, სანამ მართლა სარწმუნო საბუთს არ იხილავს, რომ მთავრობა კორუფციის ამ კანონს მართლაც გაუქმებულად გამოაცხადებს.

გამოსვლები რუმინეთში გასულ შაბათ-კვირას უდიდესი იყო ამ ქვეყნის ისტორიაში 1989 წლის შემდეგ, როცა დაემხო ჩაუშესკუს რეჟიმი. ხალხი აღაშფოთა მთავრობის ზემოხსენებულმა განკარგულებამ, რომლის თაობაზე სოციალ-დემოკრატებმა გამოაცხადეს, ეს ნაბიჯი იმიტომ იდგმება, რომ კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაშიმოვიყვანოთ და, ამასთან, გადატვირთულ საპატიმროებში მყოფთა რიცხვი შემცირდესო. მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულად განწყობილებს მიაჩნიათ, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ოფიციალურ პირებს მიზნად ჰქონდათ მიეჩქმალათ მათი ამხანაგების მიმართ კორუფციაში წაყენებული ბრალდება თუ შესაძლო ბრალდებები.

მთავრობის უკან დახევა პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის გამარჯვებადაც შეიძლება იქნეს აღქმული, რადგან მან საჩივრით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, დოკუმენტი ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და კორუფციასთან ბრძოლის მცდელობასო. ბუქარესტში გამოსვლებისას ქუჩაში გასულთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პრეზიდენტ იოჰანისის გადადგომას მოითხოვდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ პრემიერ-მინისტრს. პრეზიდენტი სამშაბათს, 7 თებერვალს, პარლამენტში მივიდა და განაცხადა, სოციალ-დემოკრატიული მთავრობაა დამნაშავე ამ ფართო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც კორუფციის კანონის შეცვლის მცდელობას მოჰყვაო. იოჰანისის თქმით, რუმინელების უმეტესობა მიხვდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ პრეზიდენტი მაინც არაა მომხრე მთავრობის გადადგომის და ვადამდელი არჩევნებისა. იოჰანისი არც იუსტიციის მინისტრის გადადგომას უჭერს მხარს და ამას ასაბუთებს, როცა ამბობს ერთი მინისტრის გადაყენება არაა საკმარისი და ვადამდელი არჩევნები კი გადაჭარბებული იქნება ამ ეტაპზეო.

რუმინეთს სჭირდება ძლიერი მთავრობა, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის ჭკუაზე კი არ დადის, არამედ გამჭვირვალედ მართავს, არამალულად, ღამითო,თქვა კლაუს იოჰანისმა პარლამენტში და ამით მიანიშნა რუმინეთის მთავრობის იმ განკარგულებაზე, რომელიც კორუფციისდეკრიმინალიზებას შეეხება და რომელიც ღამით მიიღო სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ.არჩევნები მოიგეთ, ახლა მართეთ გამჭვირვალედ, არაქაოსურადო, უთხრა კლაუს იოჰანისმა რუმინელ კანონმდებლებს.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG