Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სათამაშოებში ჩამალული საფრთხე


წინასაახალწლო დღეებში ბავშვების უმეტესობა საჩუქრად სათამაშოს ითხოვს და მშობლებიც მონდომებით ცდილობენ შვილების სურვილების ასრულებას, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად უსაფრთხოა ეს სათამაშოები მათი ჯანმრთელობისთვის. 2016-2017 წლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა,რომ ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოების დიდი ნაწილი მავნე ნივთიერებებს შეიცავს. მათი გამოყენება აკრძალულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მავნე ნივთიერება, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებულ სათამაშოებში დასაშვებზე მეტი ნორმით აღმოჩნდა, პლასტმასის დამარბილებლად გამოიყენება, ადვილად აღწევს ბავშვის ორგანიზმში, ილექება და, შესაძლოა, გამოიწვიოს თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება, ასევე შეაფერხოს რეპროდუქციული განვითარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG