Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ეპყრობიან ქვემო ქართლის საწარმოები ეკოლოგიურ გარემოს?


ერთ-ერთი საწარმო ქვემო ქართლში
ერთ-ერთი საწარმო ქვემო ქართლში

ქვემო ქართლის საწარმოები ეკოლოგიურ ნორმებს არღვევენ, აბინძურებენ ჰაერს, ეს კი საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. ამის გამო გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალურმა სამმართველომ რამდენიმე საწარმო დააჯარიმა, ზოგი - სასამართლოს გზით.

გადმოწერა

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალურმა სამმართველომ ორიოდე კვირის წინ, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, რუსთავის ფოლადის მწარმოებელ კომპანია „ჯეოსტილში“ არაგეგმიური შემოწმება ჩაატარა. გარემოს დამცველ ინსპექტორებს ადგილზე დახვდათ ცეცხლმოკიდებული ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ჯართი. აღმოჩნდა, რომ აალება ჯართის ავტოგენით დაჭრას მოჰყვა.

ინსპექტორები ჯართის შემოწმებით არ დაკმაყოფილდნენ და ქარხანა მთლიანად შეამოწმეს. როგორც გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, საწარმოში უამრავი დარღვევა გამოვლინდა:

„ძირითადად „ჯეოსტილის“ ქარხანაში მტვერდამჭერი დანადგარები არ მოწმდებოდა. დაბინძურებული ჯართი არ უნდა შემოდიოდეს. არ ხდებოდა ნარჩენების წესიერად მართვა. ბევრი დარღვევის სამმფურცლიანი ჩამონათვალია, რის გამოც [„ჯეოსტილი“] დაჯარიმდა“.

დარღვევათა ნუსხაში ზურაბ ჯაფარიძე დამატებით რამდენიმე პუნქტს ასახელებს. მაგალითად,საწარმოს არ აქვს დამუშავებული მონიტორინგის, თვითმონიტორინგის, ეკოლოგიური მენეჯმენტის, ავარიული სიტუაციების გათვალისწინებისა და ნარჩენების მართვის გეგმები. ასევე, არ არის დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები.

„თათლის“ მიმართ შედგა სამი სამართალდარღვევის ოქმი. პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს უნებართვო საქმიანობას. რაც შეეხება მეორეს, ეს არის ფილტრაციის გერმეტულობის დარღვევა ფილტრებიდან გამომავალი აირის...
ზვიად დევდარიანი

ის, რომ ქვემო ქართლის საწარმოები არ იცავენ ეკოლოგიურ ნორმებს, ქალაქ გარდაბნის მიმდებერე სოფელ აღთაკლიის ორი საწარმოს - სამთო მომპოვებელ კომპანია „ფარვანა-პერლიტისა“ და აკუმულატორების მწარმოებელ „თათლის“ - შემოწმებამაც დაადასტურა. ეკოლოგების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გარდაბნის სასამართლომ ორივე საწარმო დააჯარიმა:

„თათლის“ მიმართ შედგა სამი სამართალდარღვევის ოქმი. პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს უნებართვო საქმიანობას. რაც შეეხება მეორეს, ეს არის ფილტრაციის გერმეტულობის დარღვევა ფილტრებიდან გამომავალი აირის“. - ამბობს ზვიად დევდარიანი, გარემოს დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს იურისტი.

დევდარიანის თქმით, „თათლი“ 8 ათასი ლარით დაჯარიმდა. რაც შეეხება „პერლიტს“,სამთო მომპოვებელი კომპანია მტკნარ წყალს ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდა, გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესის დროს, სამშენებლო ქვის დამუშევაბისას, ჰაერში გაფრქვეული მტვერი დასაშვებ ზღვარს აჭარბებდა. კომპანია ამის გამო 1000 ლარით დაჯარიმდა.

თუმცა სასამართლო პროცესებს წინ უსწრებდააღთაკლიის მკვიდრთა საპროტესტო აქციებიმიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში.

„ხალხმა დაინახოს, როგორ ვცხოვრობთ ჩვენ, ამ ქარხნის პრობლემაა ჩემს ეზოში, აღარაფერი ხარობს“, - აპროტესტებდა საწარმოების მუშაობას აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სილიციუმის დიოქსიდს შეიცავს და ბევრ სხვა რამეს: რკინას, კალციუმს, კალიუმს. ეს ცნობილია, როგორც ფიბრინოგენული მტვერი. ესე იგი აქ ხდება ფილტვების ანთებითი პროცესი და შემდეგ ხდება მისი ფიბროზი ...
ინგა ღვინერია

„ფარვანა-პერლიტის“ დირექტორმა შორენა ბოლქვაძემ აქციის მონაწილეთა ბრალდება მაშინ კატეგორიულად უარყო:

„არ ვიცი, რა პრობლემა აქვთ [პროტესტის მონაწილეებს], ზოგადად არ მოსწონთ, ალბათ, ჩვენი მუშაობა. ხალხს ვერ დავაბინძურებთ, ჩვენ ვაწარმოებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს“, - განაცხადა შორენა ბოლქვაძემ.

მაგრამ სოფლის კიდევ ერთი მკვიდრი, შამიათ ჰუსეინოვა, ამბობს, რომ „პერლიტის“ მიერ ქვის დამუშავებით სოფლის ტერიტორიაზე გაფრქვეული მტვრის გამო მისი ოჯახის რამდენიმე წევრი დაავადდა:

„ოთხი შვილიშვილი მყავს, ოთხივე ალერგიულია ამ ქვებისგან. რა ვქნათ ახლა? ჩემი შვილი იღებს 700 ლარ ხელფასს. აძლევს ექიმს, იხდის წამალში“.

არადა, როგორც შამიათ ჰუსეინოვა ამბობს, მისი ვაჟი სწორედ „პერლიტში“ მუშაობს. ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია ამბობს, რომ ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია სპეციალური ფილტრის დანადგარების გარეშე სამთო წიაღისეულის დამუშავებისას მტვრის ნაწილაკების ორგანიზმში მოხვედრა

რუსთავი
რუსთავი

„[მტვერი] სილიციუმის დიოქსიდს შეიცავს და ბევრ სხვა რამეს: რკინას, კალციუმს, კალიუმს. ეს ცნობილია, როგორც ფიბრინოგენული მტვერი. ესე იგი აქ ხდება ფილტვების ანთებითი პროცესი და შემდეგ ხდება მისი ფიბროზი“.

ინგა ღვინერიას განმარტებით, სამედიცინო ენაზე ფიბროზი ნიშნავს დაავადებას, როცა ფილტვები კარგავს თავის ფუნქციას.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG