Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი აბდალაძე: „დაისაჯონ დამკვეთები“ - „ფოტოგრაფების საქმის“ განხილვა გრძელდება


გიორგი აბდალაძე
გიორგი აბდალაძე

დადგინდეს ჯაშუშობის მუხლით გასამართლებული ფოტორეპორტიორების უდანაშაულობა და დაისაჯონ რეალური დამკვეთები - ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ამ მოთხოვნებით სასამართლოში ბრძოლას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ იბრძოლებენ საბოლოო რეაბილიტაციამდე.

საქმის არსებითი განხილვა მოწმეების დაკითხვით ცოტა ხნის წინ განახლდა თბილისის საქალაქო სასამართლოში - 4 მაისს დაკითხეს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, რომელიც ისევ აცხადებს, რომ მაშინდელი ხელისუფლება ფოტოგრაფებს 2011 წლის 26 მაისის ღამით ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევის დროს გადაღებული ფოტოების გამო გაუსწორდა. ხელახალი გამოძიება ფოტოგრაფების საქმეზე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, ხოლო 2016 წლის 6 დეკემბერს მთავარმა პროკურატურამ ოთხივე ფოტორეპორტიორი უდანაშაულოდ აღიარა. სასამართლო პროცესები დღესაც გრძელდება. გიორგი აბდალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ ამ საქმის დამკვეთები აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG