Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატალი საბანაძე: ევროკავშირის გაფართოება ბლოკის შიგნით პოპულარული თემა არ არის


22 ივნისს, ბრიუსელში, გამკაცრებული უსაფრთხოების პირობებში დაიწყო მუშაობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტმა, რომლის მსვლელობაშიც მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების თაობაზე. ნოემბერში კი ბელგიის დედაქალაქი პირველად უმასპინძლებს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტს, რომელზეც უნდა გადაწყდეს, რა სახით განაგრძობს არსებობას პროგრამა, რომელიც ევროპასთან ექვსი ქვეყნის - მათ შორის საქართველოს - დაახლოების მიზნით შეიქმნა. ევროკავშირის მიმდინარე და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი სამიტების შესახებ ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი კობა ლიკლიკაძე ბრიუსელში ესაუბრა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ნატალი საბანაძეს. პირველი შეკითხვა რუსეთის მიმართ არსებული სანქციების გაგრძელებას და ამ სანქციებისადმი საქართველოს დამოკიდებულებას შეეხებოდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG