Accessibility links

სავჩენკო უკრაინაში დაბრუნდა


ნადია სავჩენკო კიევის აეროპორტში

უკრაინელი სამხედრო მფრინავი, ნადია სავჩენკო რუსეთიდან კიევში ჩაფრინდა.

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა სავჩენკო თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ.​ პესკოვი ამბობს ასევე, რომ მოსკოვში ჩაფრინდა თვითმფრინავი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა უკრაინაში ციხიდან გამოშვებული ორი რუსი პატიმარი.

სამხედრო მფრინავ ნადია სავჩენკოს რუსეთში წელს მარტში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით. სავჩენკო უარყოფს ბრალდებებს. ხოლო რუსეთის ორ მოქალაქეს - ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევს - უკრაინაში 14-14 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისათვის.

დღეს უფრო ადრე გავრცელდა ცნობები უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების მოსალოდნელ გაცვლაზე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG