Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შემოდგომის ლეგენდები 2017“


ლეგენდები შემოდგომითაც იწერება - მათ უკვე თითქმის ყოველ წელს სტუდენტები წერენ და ერთმანეთსაც ეჯიბრებიან. შემოდგომის მზე, ჰაერით სავსე ტერასა, მაგიდა დიდი ხის ჩრდილში ან მყუდრო კუთხე სარაჯიშვილების საგვარეულო სახლში... წელს ლეგენდები აქ იწერებოდა.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდები 2017“ წელს სწორედ სოფელ ბაკურციხეში, სარაჯიშვილების საგვარეულო მამულში, „მაროშენში“, ჩავიდა. ეს კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია “ჯეოსელის” ერთობლივი ძალებით ტარდება.

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოს ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. პირველ ტურში მონაწილეობა 472 -მა სტუდენტმა მიიღო და ჟიურიმ 10 ფინალისტი შეარჩია. ასე აღმოჩნდნენ სტუდენტები კახეთის ერთ ლამაზ სოფელში, სადაც მოთხრობების დასაწერად 12 საათი ჰქონდათ.

სამ გამარჯვებულს ჟიურის წევრები ნოემბრის მეორე ნახევარში გამოავლენენ. მათ საკმაოდ სოლიდური ჯილდოები და, რაც მთავარია, სამწერლო აღიარება ელით. კონკურსის ჟიური წელს ამგვარი შემადგენლობით შეიკრიბა: დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, არჩილ ქიქოძე და შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული ბექა ბერაძე.

რა ლეგენდები დაიწერა წელს სარაჯიშვილების საგვარეულო მამულში? წელს თემა „სხვისი ავტობიოგრაფია“ იყო და ლეგენდებიც ცხოვრებას ეძღვნებოდა...

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG